ოაზისი შმოაზისი, ანუ ჩემი თავგადასავალი მცხეთაში Day 2

ოაზისი შმოაზისის სიქველს დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვაბი თავი და გამოვაქვეყნე და აგერ ისიც თქვენს წინაშეა.

დილით გაღვიძება, ყოველთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, გამონაკლისი არც ფესტივალის მეორე დღე ყოფილა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ღამით უაღრესად დაღლილი,  ქანც-გაწყვეტილი და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, მივლასლასდი სახლში,  გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა თავისი არც თუ ისე სახარბიელო გავლენა იქონია ჩემს ორგანიზმზე, პირველი შემთხვევა არ იყო ასეთ მდგომარეობაში რომ ვიღვიძებდი, მაგრამ იმ მომენტში,როდესაც ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორე და ზაფხულის მზის სხივებმა ჩემი თვალის გუგები კიდევ უფრო დამიწვრილეს და ამატკივეს, ფიქრი იმაზე რომ დღეს მცხეთაში უნდა გავმგზავრებულიყავი, ყოვლად წარმოუდგენლად მეჩვენა. თან აქეთ თავი მისკდებოდა, იქეთ პირი მქონდა ატაკამას უდაბნოსავით მშრალი, და მზეც მაცხუნებდა, უმალვე მივხვდი რომ საწოლში აშკარად არა კომფორტულად ვგრძნობდი თავს, აქედან გამომდინარე, როგორც იქნა რის ვაი-ვაგლახითა და მანჭვა გრეხვით ავზიდე ჩემი სხეული ლეიბიდან. Continue reading

ესე ამბავი 5 წლის წინანდელი.

2008 წლის აპრილის თბილი საღამო იდგა, ძალიან დიდ მოლოდინით ველოდი უკვე მერამდენე, ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირებას, შანსი იყო რომ ბოლო სამ წელიწადში მე-3 გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ენფილდის ხასხასა მინდორზე, ამაყად შემოაბიჯეს ლურჯ და წითელ მაისურებში გამოწკეპილმა მობურთალებმა, რომელთაც ერთის მხრივ სტივი ჯი ხოლო მეორეს მხრივ ჯონ ტერი მოუძღოდათ. “ხოჭოების” მშობლიურ ქალაქში, ნამდვილი ევროპული საფეხბურთო საღამო სუფევდა.ამასობაში კი კოპმა როგორც ყოველთვის გუნდების გამოსვლისას, ომახიანად მოსცხო გერი მარსდენის უკვდავი მელოდია, ბანერები აფრიალდნენ და ააჭრელეს ტრიბუნები, დამსწრე სკაუზერებსა და მილიონობით ტელე აუდიტორიას ადრენალინის ჭარბი მოზღვავება შეეტყოთ, სახეები შეეჭარხლათ და მომდევნო 90 წუთის მანძილზე უპრეცედენტო გულშემატკივრობისათვის მოემზადნენ. ყველაფერი ტრიუმფს მოასწავებდა. Continue reading

ოაზისი შმოაზისი ანუ ჩემი თავგადასავალი მცხეთაში DAY 1

ოაზისი თვითონ სიტყვა და მისი ეტიმოლოგიური წარმომავლობა, რომ განვმარტოთ, უნდა მივმართოთ კოპტ ეგვიპტელებს, რამეთუ მათ ლექსიკონში შევხვდებით მას, “ოაჰვე”-ს სახელით, რაც “საცხოვრებელ ალაგს” ნიშნავს მათ ენაზე. რეალურად კი, გამოიყენება იმ გამწვანებული და გარემოსაგან იზოლირებული ადგილის აღსანიშნავად, რომელიც უდაბნოში გვხდება, როდესაც ირგვლივ მხოლოდ, მზისაგან გადაბუგულ და უსიცოცხლო თვალუწვდენელ ჰორიზონტს გაჰყურებ, ოაზისი ნამდვილი სასწაულია ღვთისაგან ბოძებული, ხოლო  ჭკვიანნი ამა ქვეყნისანი – მეცნიერები კი ამბობენ, რომ ერთ დროს ყველა უდაბნო აბიბინებულ მინდო-ველებს წარმოადგენდა და კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდა მათი გაქრობა, ხოლო ოაზისები ის ატავიზმებია რომლებიც გვიამბობენ გარდასულ დროთა შესახებ. მოკლედ ამდენი რომ არ გავაგრძელო და თავი არ მოგაბეზროთ, ოაზისი არის ჯიგრული პონტი და ნათელი წერტილი, ბნელით მოცულ არემარეში. Continue reading

ფერების სამყაროში:რეალიზმი

Vive la France!

XIX საუკუნის საფრანგეთი ყველაზე უფრო ცვალებადი და ტურბულენტული ადგილი იყო, მსოფლიოში.რევოლუციები, იმპერიები, მონარქიები, რესპუბლიკები, იმსხვრეოდნენ და მიწას ენარცხებოდნენ, შემდეგ თვალის დახამხამებაში კვლავ ფეხს იკიდებნენ,მაგრამ ამჯერად მათ მეტამორფოზას თან ერთვოდა ცალკეული ოდიოზური დაჯგუფებების გამოჩენა სოციალისტები თავიანთი იდეებითა და  კომუნებით, როიალისტები, და რადიკალები.ცხოვრება დუღდა და გადადუღდა პარიზში, დედამიწის პულსი იგრძნობოდა და ესე უბრალოდ რომ არ ჩაივლიდა ეს გაგიჟება ნათელი იყო. ყველაფერს დაატყო საკუთარი კვალი შფოთით, სისხლითა და ცვლილებებით გაჟღენთილმა საუკუნემ.რომანტიზმი წარსულს ჩაბარდა! ვარდისფერი ჭილოფის ფარდა სანაგვეზე მოისროლეს. წინა პლანზე მძიმე რეალობა, შიშველი სიმართლე, ადამიანური მანკიერებანი და კლასობრივი უთანასწორობანი გამოდიოდნენ.ცვლილებები შეეხო იმდროინდელი ხელოვნების მიმდინარეობებსაც, კერძოდ ფერწერულ მხატვრობას და სწორედ ამ თემას მიეძღვნება შემდეგი პოსტი. Continue reading

ტიტანიკის გასაღები

ზუსტად 101 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1912 წლის 14 აპრილს, ატლანტის ოკეანეში კატასტროფა განიცადა კომპანია “White Star Line”-ის საზღვაო ლაინერმა RMS Titanic-მა,რომელსაც კომერციული ტრანსატლანტიკური რეისები უნდა შეესრულებინა და რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა ყველაზე დიდსა და ფეშენელებურ საზღვაო სატრანსპორტო საშუალებას, ადამიანის მიერ შექმნილს.ამიტომაც მეტსახელად “ჩაუძირავს” ან “უვნებელსაც” უწოდებდნენ. Continue reading

ბარაქიანი Tkemali

მიშენებაც ამას ჰქვია, ნეტა თბილისში ვიყოთ ეგრევე მივანგრევდი, ნებართვის გარეშე.არა ძალიან თვალშისაცემია.

– Sir, Are you talking to me? – მოტრიალდა ფერადკანიანი ქალი და მიაშტერდა.

-Yes..არა no, no – დაიბნა თუმცა ჟესტიკულაციით და მომღიმარი სახით მიახვედრა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მისი გრძელი ენის გამო არაერთ ხათაბალაში გახვეულა, ამის გამო თავიც გაუტეხიათ,თვითონაც გაუტეხია სხვისთვის,საავადმყოფოშიც წოლილა, მის გამოც არაერთს მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის, მოკლედ ვალში არავისთან რჩებოდა, თუმცა უკვე საკმაო ასაკისა იყო და ახალგაზრდაც არ ეთქმოდა, ეს ყმაწვილურ- ინფანტილური ჩვევები მაინც ვერ მოიშალა. Continue reading

ტერმიტების ბუდე

ტერმიტები, მწერების ერთერთი სახეობაა, ხალხში თეთრ ჭიანჭველებსაც ეძახიან, თუმცა მეცნიერები ტარაკნების კლასს მიაკუთვნებენ. ჟიულ ვერნი მათ გიგანტურ ჭიანჭველებსაც უწოდება, რომლებიც ყველას და ყველაფერს ხრავენ და საკუთარი ექსკრემენტებით ბუდეს იშენებენ.ისინი ძირითადად აფრიკის კონტინენტზე გვხვდებიან, მაგრამ დედამიწის სხვადასხვა ადგილებშიც მრავლად შეხვდებით მაგ: აზიაში ან ავსტრალიაში; Continue reading

შავი ლაქა

წკრრრრრ! წკრრრრრ! ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში მაღვიძარა აწკრიალდა. საწოლის ზამბარამ გაიჭრიალა და მაღვიძარას მჭახე წკრიალს ყრუ ბუზღუნიც დაერთო.

ჯანდაბა და.. ამოილუღლუღა ნამძინარევმა, ხელი მოუქნია მაგრამ ვერ ჩააჩუმა ის ისევ ისე განაგრძობდა წკრიალს,მეორედაც გაიქნია ამჯერად მოადო, მაგრამ უშედეგოდ ბოლოს წამოიწია, თვალი გაუსწორა და ზუსტი მოძრაობით გამორთო, საათი შვიდს უჩვენებდა.

წამოჯდა.იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, უნდა გამოვცვალო ან სულაც არ მინდა ეს წყეული ნივთი, უკვე თვეზე მეტი იყო რაც ამ ფიქრებით იღვიძებდა და მაინც, მაღვიძარა ამაყად იკავებდა ტუმბოზე მისთვის მიჩენილ ადგილს.ყრუდ მაგრამ კვლავ ჩაესმოდა გულის გამაწვრილებელი წუილი. Continue reading

Le roi est mort, vive le roi !!!

00-eugc3a8ne-delacroix-liberty-leading-the-people-1830

პატარა პრევიუ გავუკეთოთ იმას, თუ როგორ ჩამოაგდეს პროლეტარებმა მეფე ტახტიდან.

ყველაფერი პარიზში დაიწყო,როგორც ყოველთვის ყველა რევოლუცია სათავეს პარიზში იღებს, ვიქტორ ჰიუგომ “საბრალონში” თქვა კიდეც აწი ოდესმა სადმე თუ მოხდება რევოლუცია ან გაბატონებული კლანის ჰეგემონია დაემხობაო, მადლიერება პარიზელების მიმართ უნდა გამოხატონო.ამ შემთხვევაშიც ვერ ავცდით ამ მებაირახტრე ქალაქის კარმასა და აურას, პირდაპირ მეფეების სასაკლაოა. Continue reading